კომპანიამ BMW-მ საფირმო ლოგო შეიცვალა, ახალი ემბლემის დებიუტი კომპანიის ახლად წარმოდგენილ ელექტრომობილზე Concept i4-ზე მოხდა. მანქანის პრეზენტაცია ჟენევის საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გამოფენის გაუქმების გამო ის მიუნხენიდან ონლაინ გაიმართა.
ახალი ლოგო ინარჩუნებს მრგვალ ფორმას, თუმცა, წინამორბედისგან განსხვავდება შრიფტითა და შიდა წრის შეფერილობის არქონით, რომელიც ახლა გამჭვირვალე გახდა (მანამდე კი შავი იყო). ის უფრო ბრტყელია ვიზუალურად და თითქოს 1963 წლის ლოგოს წააგავს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი ლოგო 1997 წლიდან არ შეცვლილა და კომპანიის აზრით ის უკვე მოძველდა.