ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საკარანტინო სივრციდან 2 ახალი პაციენტი, სომხეთის მოქალაქე დედა-შვილი დაემატა.
რაც შეეხება კლინიკაში ამ დრომდე მყოფ პაციენტებს, როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა, საყურადღებო 4 პაციენტი რჩება. კლინიკაში ამ დროისთვის Covid-19-ის დიაგნოზის მქონე სულ 41 პირია მოთავსებული.
კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმაც. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან მძიმე მხოლოდ 2-ის მდგომარეობაა.