ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ბოქსირებულ სექტორში კოვიდ19-ით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნლობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი არასრულწლოვანი პაციენტები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს. მისივე ინფორმაციით, ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, ხოლო დღეს ტესტირება სულ ცოტა 4 პაციენტს ჩაუტარდება.