კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გაივლის მკურნალობის კურსს.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
ბოქსირებულ სექტორში არის 43 პაციენტია. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 29. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი.
კლინიკას 4 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჰყავს.