ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული სულ 5 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე განცხადებით, გუშინ ტესტირება 7 ადამიანს ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსზე დღეს კიდევ ორი პაციენტი შემოწმდა, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.