ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 37 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 23 კოვიდინფიცირებულია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის კახა იშხნელის ინფორმაციიტ კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და ისინი ასაკობრივად რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით კლინიკას უკანასკნელ დღეებში 4 ახალი პაციენტი დაემატა.
ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ვირუსის გააქტიურების მხრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი მეტად საყურადღებო იქნება, თუმცასაქართველოს ჯანდაცვის სისტემა თანდათანობით ემზადება მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობისთვის.