ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის, შიდა და გარე განათების, წყალსადენ-კანალიზაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ავტოსადგომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა დედათა მონასტერში მომლოცველებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო გახდა საჭირო.
სამუშაოები წელს ზაფხულში დაიწყო და მომავალი წლის იანვარში დასრულდება.