Boeing - დღეს, როცა უკვე ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში ფრენა ხელმისაწვდომია, ათობით ავიაკომპანია გვთავაზობს საკუთარ მომსახურებას და თითოეული მათგანი ცდილობს ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით კონკურენცია გაუწიოს დანარჩენ კომპანიებს. ამის მიღწევა კი უპირველესად თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანიების ამოცანაა. შესაბამისად უკვე სახელგანთქმული ბრენდები, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიო ბაზარს მოიცავენ, ცდილობენ ყოველი შემდეგი მოდელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია იყოს, რომელიც მოერგება მომხმარებელსაც, ბიზნესსაც და გარემო პირობებსაც. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ყველასთვის კარგად ცნობილი ბრენდის - ბოინგის ისტორიას დაეთმობა, რომლის საუკუნოვანი წარმოების საინტერესო გზა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ეს არის არაჩვეულებრივი წარმატების ისტორია, გერმანელის თავგადასავალი ამერიკაში, ადამიანის, რომელმაც ტრანსნაციონალური კომპანია დააარსა.
Boeing Company - ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც აპროექტებს, აწარმოებს და ყიდის თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, რაკეტებს, თანამგზავრებს, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას მთელ მსოფლიოში. კომპანია ასევე ახორციელებს ლიზინგის და პროდუქტის მხარდაჭერის მომსახურებას. Boeing არის გლობალური საჰაერო კოსმოსური მწარმოებლებს შორის მსოფლიოში სიდიდით თავდაცვის მესამე კონტრაქტორი -ეს მონაცემები 2020 წლის შემოსავალს ეფუძნება. ბოინგის აქცია შედის Dow Jones Industrial Average-ში. კორპორაციის შტაბ-ბინა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში მდებარეობს და წარმოდგენილია ოთხ ძირითად განყოფილებად: Boeing Commercial Airplanes (BCA); Space & Security (BDS); Boeing Global Services; და Boeing Capital. 2019 წელს 76, მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვები დააფიქსირა. 2020 წლის მონაცემებით ის ჟურნალ Fortune-ის "Fortune 500" სიაში 54-ე ადგილზეა. 2019 წელს Boeing-ის გლობალური რეპუტაცია, კომერციული ბიზნესი და ფინანსური რეიტინგი დაზარალდა მას შემდეგ, რაც Boeing 737 MAX –ით ორი ფატალური ავარია მოხდა 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში.
კომპანია ბოინგის საწარმო სიეტლთან ახლოს. აქედან ყოველწლიურად დაახლოებით 400 სამგზავრო ლაინერი გამოდის, რომლებიც მილიარდი დოლარის ბრუნვას უზრუნველყოფს. 107 წლის უკან ყველაფერი ბევრად უფრო მოკრძალებულად დაიწყო. 2010-დან 2018 წლამდე კომპანიამ გაზარდა თავისი საოპერაციო ფულადი ნაკადი 3-დან 15,3 მილიარდ დოლარამდე, რითაც შეინარჩუნა აქციების ფასი, მომხმარებელთა წინასწარი გადახდების მოლაპარაკებით და მისი მომწოდებლებისთვის გადახდების გადავადების გზით. ეს სტრატეგია მდგრადია მანამ, სანამ შეკვეთები კარგია და მიწოდების ტარიფები იზრდება. 2013-დან 2019 წლამდე Boeing-მა 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა დივიდენდებზე და აქციების შესყიდვაზე, ორჯერ მეტი ვიდრე მოდელი 787-ის განვითარების ხარჯები იყო. 2021 წელს კომერციული თვითმფრინავების მიწოდების შემოდინების გამო, შემოსავალი 44%-ით გაიზარდა და თითქმის 17 მილიარდ დოლარს მიაღწია.