მიუხედავად 737 MAX-ის თვითმფრინავების წარმოების განახლებისა, Boeing-ი თანამშრომლებს მასობრივად ამცირებს. უახლოეს მომავალში კომპანიაში სამსახურს 12 ათასი თანამშრომელი დაკარგავს. ამავდროულად, 5 ათას 520-მა თანამშრომელმა კომპენსაციის ანაზღაურების სანაცვლოდ კონტრაქტები ნებაყოფლობით შეწყვიტა, ხოლო 6 ათას 770 იძულებით გაათავისუფლეს.
Financial Times- ის ინფორმაციით, კომპანია თანამშრომლებს შეერთებული შტატების გარეთ ამცირებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 630-ზე მეტი თანამშრომელს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში გაათავისუფლებენ.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა განაცხადა, რომ Boeing-ი თანამშრომლების 10%-ს შეამცირებს.