13:51
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Boeing-ი რამდენიმე მმართველს მოხსნის და უძრავ ქონებას გაყიდის
29-09-2020

ამერიკული კორპორაცია Boeing-ი ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე აპირებს ხარჯების შემცირებას და შედეგად რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლებას, ასევე უძრავი ქონების ნაწილის გაყიდვას. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, საუბარია დაახლოებით 170 თანამშრომელზე საშუალო რგოლიდან. კომპანია მათ წლიურ ხელფასს სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობით წავლენ სამსახურიდან. თანამდებობის დატოვება მოუწევს კომპანიის რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტსაც.

რაც შეეხება უძრავი ქონების ობიექტებს, საუბარია შტატ მისურიში მდებარე კომპლექსზე, სადაც აქამდე ხელმძღვანელი პირები ისვენებდნენ.

ამ დროისთვის კომპანიის სურვილია მოხდეს მაქსიმალური კონცენტრირება სამხრეთ კაროლინაში მდებარე საწარმოზე, რათა დროულად მოხდეს ახალი ლაინერის 787 Dreamliner-ის წარმოება.

კორონავირუსის პანდემიის გამო და მანამდეც კომპანიამ სერიოზული კრიზისი განიცადა, მან 2019 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ წყვეტდა Boeing 737 MAX ლაინერების წარმოებას, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო ორი ავიაკატასტროფით, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები