ამერიკულმა ავიაგიგანტმა Boeing-მა ბოლო ორი ავიაკატასტროფის შედეგად შელახული რეპუტაციის გამო მისი წარმოების Boeing 737 MAX-ს შესაძლოა, სახელწოდება შეუცვალოს. ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც სააგენტო განმარტავს, საუბარია, დასახელებიდან სიტყვა MAX-ის ამოღებაზე.
შეგახსენებთ, რომ ორი ავიაკატასტროფის გამო Boeing 737 თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეჩერებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737 MAX 8-მ განიცადა, რა დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მანამდე 2018 წლის 29 დეკემბერს კატასტროფა ინდონეზიური კომპანიის Lion Air-ს საკუთრებაში არსებულმა ანალოგიური მოდელის ავიალაინერმა განიცადა, რის შედეგადაც 189 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ აღნიშნული სერიის თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე ბევრმა ქვეყანამ უარი განაცხადა.