ავიახომალდ Boeing 737 MAX-ის გასულ წელს მომხდარი ორი ავიაკატასტროფა კორპორაცია Boeing-ს საერთო ჯამში 18 მილიარდ 700 მილიონი დოლარი დაუჯდება - აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.
ტელეკომპანიის შეფასებით, 737 MAX-ის დამკვეთების კომპენსაცია უკვე აღწევს 8 მილიარდ 300 მილიონ დოლარს, დამატებით 6 მილიარდ 300 მილიონი - ეს არის გაზრდილი ხარჯები, რომელიც ამ სერიის თვითმფრინავების წარმოების მოდერნიზებისთვის უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, თავად კომპანია 4 მილიარდ დოლარად აფასებდა 737 MAX-ის აწყობის განახლებას მათი ექსპულატაციის აღდგენის შემდეგ. ამას ემატება დაღუპულთა ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდის 100 მილიონი დოლარი.
განსხვავებული ციფრები მოჰყავს Merrill Lynch-ის ანალიტიკოსს, რომლის თქმითაც კომპანიის ზარალი აღნიშნული შემთხვევების გამო 23 მილიარდ დოლარს მიაღწევს.