ბოლივიაში სამართალდამცავებსა და ევო მორალესის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემხვერპლა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა კოჩაბამბას დეპარტამენტში მოხდა. დემონსტრანტებმა აქცია ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ჟანინ ანიესის წინააღმდეგ გამართეს. მოგვიანებით აქცია პოლციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაიღუპა 5 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. გარდაცვილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა პოლიციის განცხადებით, მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.
ბოლივიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ოქტომბრის ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა მოსახლება მას ბრალს გაყალბებაში სდება და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვდა. მასობრივის აქციების ფონზე მორალესი 11 ნოემბერს გადადგა. 12 ნოემბერს მან პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკაში მიიღო.