ბოლივიის პრეზიდენტს ჟანინ ანიეს ჩავესს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა. ჟანინ ანიეს ჩავესის თქმით, ის 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
“ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ და მუშაობას იზოლაციიდან განვაგრძობ" - განაცხადა ბოლივიის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ბოლივიაში კორონავირუსის 44 113 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 1 638 ადამიანი.