ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. თეატრის ფოიეში მოეწყო ბოლნისის თეატრის ისტორიისა და დღევანდელობის ამსახველი ფოტო გამოფენა, რის შემდეგაც მაყურებელმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ლაშა ნოზაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,ჰამლეტი“ იხილა. წარმოდგენის დასასრულს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ღვაწლმოსილი ხელოვანები დააჯილდოვა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა ვარსკვლავი ,,ბოლნისის თეატრი 80“. 1942 წელს, ალექსანდრე ყაზბეგის ,,არსენაზე" განხორციელებული სპექტაკლით ჩაეყარა საფუძველი ბოლნისში თეატრის დაფუძნებას, რომლის უშუალო ინიციატორები შემდგომში გამოჩენილი თეატრალურიმოღვაწე სევერიან მიხელიძე და მისი მეუღლე, თამარ ხატელიშვილი იყვნენ.