ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა გაიაზარდა - Palitra News

ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა გაიაზარდა

2018-12-21 13:17:14+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირრქტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში გაიზარდა, თუმცა გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის. ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით, ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა. ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.