ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 282 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 680-ზე მეტი პირი იმყოფება. პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 990 შეადგინა, 10 302 პირი კი გამოჯანმრთელდა. “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.