ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის რეკორდული, 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 284 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 470-ზე მეტი პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 741 შეადგინა, 10 270 პირი კი გამოჯანმრთელდა.
“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.