ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1177 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 245 789 შეადგინა.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 229 196-მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 26 ახალი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2893 პირი ემსხვერპლა.