რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბოლო მონაცემებით 115 ტონა ყურძენი დაიკრიფა, მოსახლეობის შემოსავლებმა კი 736 ათას ლარს გადააჭარბა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კილოგრამ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან, სუბსიდიის ჩათვლით კი 1 კილოგრამის ფასი 7 ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.