ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.
"ჩვენ "ბრექსითს" 31 იანვარს განვახორციელებთ, არანაირი "თუ", არანაირი "მაგრამ", არანაირი "შეიძლება!" - განაცხადა ჯონსონმა საპარლამენტო არჩევნების დიდი უპირატესობით მოგების შემდეგ. მისივე თქმით, ის დღე და ღამე იმუშავებს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა გაამართლოს.
"ეს ჩემი მისია იქნება, რომელზეც დღე და ღამე ვიმუშავებ, რომ დავამტკიცო, თქვენ მართლები იყავით, როცა მხარი დამიჭირეთ“, - განაცხადა ჯონსონმა. მისივე თქმით, ევროკავშირის დატოვება, ბრიტანეთს საშუალებას მისცემს "დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ კანონმდებლობაზე, საკუთარ საზღვრებზე, ფულზე, ვაჭრობაზე, საიმიგრაციო სისტემაზე".
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს გამართულ ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბორის ჯონსონის "კონსერვატიულმა პარტიამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.