კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო „ახლა კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ გამანადგურებელი ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც პლანეტასა და საკუთარ თავს ვუკეთებთ- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს. ჯონსონმა კაცობრიობა 16 წლის მოზარდს შედარა, რომელიც საკმაოდ გაიზარდა და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას სხვა ქვეყნებს მოუწოდა 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმადე დაიყვანონ, 2040 წლამდე კი ქვანახშირის გამოყენება შეზღუდონ. „თუ ჩვენ ამ საქმიანობებს გავაგრძელებთ საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემეპრატურა 2.7 გრადუსით მოიმატებს, რაც საშინელ შედეგებს გამოწვევს“-განაცხადა ჯონსონმა.