ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბერლინის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს დესტაბილიზაციიურ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს.
ამასთან, ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის პოზიცია სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია. ბორის ჯონსონის თქმით, მსგავსი შეტევა არ უნდა განმეორდეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათი, ორივეს პასუხისმგებლობაა, განიხილონ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ლიბია, სირია, ერაყი და ირანი.