16:37
29 იანვარი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბორის ჯონსონის უარი რეფერენდუმზე "ფუნდამეტურად არადემოკრატიულია" – შოტლანდიის ლიდერი
16-12-2019

არ შეიძლება, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დაპატიმრებული იყოს გაერთიანებულ სამეფოში, - ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტერჯენმა "ბიბისის" განუცხადა. მისივე თქმით, შოტლანდიის ნაციონალური პარტის წარმატება არჩევნებში მას ანიჭებს მანდატს, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

ნიკოლა სტერჯენმა ასევე აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონის უარი რეფერენდუმზე "ფუნდამეტურად არადემოკრატიულია", ვინაიდან მან შოტლანდიაში სრული მარცხი განიცადა და 13 მანდატიდან 7 დაკარგა.

"არ შეგიძლიათ, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დატოვოთ კავშირში. არ შეგიძლიათ, კარადაში გამოგვკეტოთ, გასაღები დაატრიალოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

შეგახსენებთ, ლონდონისგან გამოყოფის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიის 59 მანდატიდან 48 მოიპოვა.

AutoPlay
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას მართავენ
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არ შეშვების გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ მიიღო
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
კრემლში ვლადიმირ ზელენსკი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი ვაშაძემ "ონკოლოგიის მართვის ცენტრი" დაარეგისტრირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები