დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები გამომივლინდა და ტესტის გაკეთების შემდეგ ვირუსი დამიგინდა. ამჟამად თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით პრემიერ-მინისტრის მოვალებას დისტანციურ რეჟიმში ისევ შევასრულებ" - დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.