ბორჯომ-ბაკურიანის განახლებული მატარებელი ე.წ. "კუკუშკა" მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. სამუშაოები კი თბილისის ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ განახორციელა.