აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ.ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.