ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმა იყო. ასევე განიხილეს კოვიდპანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დაძლევის გზა.