01:10
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
Bosch-მა კორონავირუსის სწრაფი ტესტი შექმნა
01-04-2020

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის წმარ­მო­ე­ბელ­მა გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ Bosch, შექ­მნა ექ­სპრეს-ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მედ­პერ­სო­ნალს მთე­ლი მსოლ­ფი­ოს მას­შტა­ბით შე­უძ­ლია დი­აგ­ნო­ზის მი­ღე­ბა ანა­ლი­ზის აღე­ბი­დან 2,5 სა­ათ­ში, მა­შინ როცა ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში ამა­ზე თით­ქმის 1 დღე იხარ­ჯე­ბა.

მო­წყო­ბი­ლო­ბა Bosch Vivalytic-ის შე­საქ­მნე­ლად კომ­პა­ნი­ას ირ­ლან­დი­ურ Randox Laboratories-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მხო­ლოდ 6 კვი­რა დას­ჭირ­და.

ანალიზატორი თავის თავში წარმოადგენს უნივერსალურ და სრულად ავტომატიზირებულ პლატფორმას მოლეკულური დიაგნოსტიკის წარმოებისთვის: ექიმს მხოლოდ ნაცხის ანალიზი სჭირდება ცხვირხახიდან, შემდეგ მას მოათავსებს სპეციალურ კარტირჯში, რომელშიც უკვე არის განთავსებული ყველა საჭირო რეაგენტი. საჭიროა მხოლოდ პასუხისთვის 

ლოდინი.როგორც მწარმოებელი კომპანია გვამცნობს, Bosch Vivalytic-ის სიზუსტე 95%-ია. ამასთან მოწყობილობა  არამხოლოდ კორონავირუს SARS-CoV-2-ის დიაგნოსტირებას ახდენს, არამედ დამატებით 9 რესპირატორული დაავადების, მათ შორის A და B ტიპის გრიპების. საშუალოდ 100 ასეთ მოწყობილობას შეუძლია დღეღამეში 1000 ანალიზის დამუშავება, რაც უკვე აჭარბებს ინფექციის გავრცელების ტემპებს. მას არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება, ამიტომ ექიმებს მთელი მსოლფიოს მასშტაბით მისი გამოყენება უპრობლემოდ შეუძლიათ.
კორონავირუსთან ბრძლაში დღემდე მთელს მსოფლიოში მთავარ გამოწვევდა რჩება სამედიცინი ინვენტარის 

დეფიციტი და ამავე დროს მაღალი სანდოობის მქონე ე.წ. სწრაფი ტესტები, რომელიც ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა დროუალდ გამოვლენას, ინფიცირებულთა მკურნალობას და ამავე დროს ეპიდემიის გავრცელების შენელებას.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები