მწვანილებისა და ბოსტნეულის შემდეგ “ჰერბიამ“ გაყიდვაში 8 სახეობის პესტო და სოუსი დაამატა, რომლის შეძენაც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ქსელურ სუპერმარკეტში შეიძლება. თუმცა როგორც კომპანიის მენეჯერი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, მოთხოვნა ბევრად დიდია, ვიდრე ელოდნენ, ამიტომ გასაყიდი არეალი და ასორტიმენტი გაფართოვდება. მისი თქმით, პროდუქციის მხოლოდ 5% გადის საექსპორტოდ.
რაც შეეხება, უკვე არსებულ პროდუქციას, საუბარია, შეფუთულ ბოსტნეულსა და მწვანილზე, კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი რეალიზაცია განსაკუთრებით სრული ლოქდაუნის დროს გაიზარდა და დაახლეობით 30%-ით არის გაყიდვები მომატებული.
ცნობისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში ათასი ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 ათას ტონამდე ბოსტნეული იწარმოება. ამ დროისთვის კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.