ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც დაპირისპირების საგანი თბილისის საკრებულოს მსგავსად კვლავ ტერიტორიაა. ბათუმში ბოტანიკურ ბაღთან არსებული ტერიტორიის ნაწილს და მიმდებარე პლაჟს ასხვისებენ. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განხილვა და ხმაური სწორედ ამ ტერიტორიების მთავრობისთვის და შემდეგ უკვე ინვესტორისთვის გადაცემის საკითხს მოჰყვა. სხდომა ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე წარიმართა, რომლებიც პროცესის ლეგიტიმურობას კიტხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. გიორგი კირთაძის განცხადებით საკრებულოს წევრების უმრავლესობა ცდილობს მიწის ნაკვეთების გადაცემა დააჩქაროს.