ბოცვანას კაროვეს მაღაროში 998-კარატიანი ალმასი იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კომპანია Lucara Diamond-ზე დაყრდნობით წერს. წონის მიხედვით ის მსოფლიოში ნაპოვნი უმსხვილესი საიუველირო ალმასების ოთხეულშია.
მაღარო "კაროვე" ცნობილია მისი უნიკალური ალმასებით. 2019 წელს აქ 1758-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vitton-მა შეიძინა. 2015 წელს კაროვეს მაღაროში 1109-კარატიანი ალმასიც მოიპოვეს. ის 53 მილიონ დოლარად Graff Diamonds-მა შეიძინა. ახლა ნაპოვნი ალმასი კი მსოფლიოში ნაპოვნ უმსხვილეს დაუმუშავებელ ალმასებს შორის მეოთხე ადგილზეა.
ცნობისათვის, ბოცვანა აფრიკაში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. 2019 წელს ამ აფრიკულ ქვეყანაში 23 მილიონ 600 ათასი ალმასი იპოვეს, რომელთა ღირებულებამ 3 მილიარდ 43 მილიონი დოლარი შეადგინა.