ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-მ პირველი კვარტალი 4 მილიარდ 365 მილიონი დოლარის ზარალით დაასრულა.
2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება 2 მილიარდ 934 მილიონი დოლარი იყო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერთ აქციაზე ზარალმა 22 ცენტი შეადგინა. კვარტალური შემოსავლები კი 59 მილიარდ 540 მილიონ დოლარამდე დაეცა.