Youtube-ზე "ბრაზიანი ჩიტები 2"-ის ტრეილერი გავრცელდა. ანიმაციის მთავარი გმირები ამჯერად იდუმალი ფრინველის, ზეტას წინააღმდეგ გაერთიანდებიან, რომელიც მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. "ბრაზიანი ჩიტები 2" დიდ ეკრანებზე 2019 წლის 16 აგვისტოდან გამოვა.