ბრაზილიის ხელისუფლება ემზადება სანქციების ასამოქმედებლად ვენესუელას მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ. ამის შესახებ გაზეთი Globo წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის საგარეო უწყება ამზადებს ვენესუელელი ჩინოვნიკების სიას, „რომელთა ქმედება ეწინააღმდეგება ბრაზილიის კონსტიტუციას“. ცნობილია, რომ მათ აეკრძალებათ ამ უმსხვილეს ლათინოამერიკულ ქვეყანაში შესვლა.
სანქციების ამოქმედების შესახებ გადაწყევტილება გამოცხადდება ქვეყნის საგარეო მინისტრის მხრიდან ლიმაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ვენესუელას საკითხებს ეძღვნება.