ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 863 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 4 780 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა კი 143 010-ს შეადგენს.
გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.