ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 22 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 05 450-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 703 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 101 752-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ისევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.