ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 188 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 20 047-ს მიაღწია,- ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 18 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 310 087-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ, რომელიც ვირუსს "პატარა გრიპს" უწოდებდა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ "ქლოროქინის" გამოყენება დაიწყეს.