ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 25 598-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ 19" კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 411 821-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.