19:56
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ხანძრებთან საბრძოლველად მთავრობის მობილიზაცია გამოაცხადა
23-08-2019

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყნის ყველა სამინისტროს ამაზონის ტყეებში ხანძართან საბრძოლველად საკუთარი წინადადებების წარდგენას ავალებს.

"ყველა სამინისტრო მობილიზებულია, რომ პრობლემის გადაჭრის გზები წარმოადგინონ. დაწყებული წერტილოვანი მოქმედებებით, რაც ეხება უშუალოდ ხანძარს და ტყის განადგურებას, მთლიანად რეგიონისთვის პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ონიკს ლორენცონიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოელიან, რომ ხანძართან ბრძოლის პირველ ნაბიჯებს დღესვე გამოაქვეყნებენ.
ბრაზილიას დახმარება ჩილემ, არგენტინამ და ვენესუელამ უკვე შესთავაზეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ამაზონის ხანძრებს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს პრობლემის განხილვისკენ მოუწოდა მომავალ სამიტზე.

ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით აღემატება იმ ტერიტორიას, რომელიც ხანძრებისგან შარშან განადგურდა.

AutoPlay
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
პატრიარქი: ხალხის თანადგომა რომ არა, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს მოსყიდვის მცდელობაში ადამაშაულებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"ევროპულმა საქართველომ" მეტროსადგურ რუსთაველთან აქცია-პერფორმანსი გამართა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ჩარგლის ქუჩაზე მოსახლეობამ მშენებლობის დაწყება გააპროტესტა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები