ბრაზილიურმა "ფლამენგომ" 24 საათის განმავლობაში ორი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება მოახერხა. ჯერ იყო და ჟორჟე ჟესუსის გუნდმა ლიბერტადორესის თასი დრამატულ ბრძოლაში რივერ პლეიტს 2-1 მოუგო და არსებობის ისტორიაში პირველად ეს ჯილდო მოიგო, შემდეგ კი ბრაზილიის ჩემპიონატში მთავარმა კონკურენტმა პალმეირასმა წააგო და უთამაშებლად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ „ფლამენგო“ ბრაზილიის ჩემპიონი, ისტორიაში მეშვიდედ გახდა.