"ბრძოლა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება" - ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს და სამოქმედო გეგმის გახმოვანებას დღეს საღამოს შვიდი საათისთვის აანონსებს.
დღესვე ცნობილი გახდება ბრძოლის რა გზას აირჩევს ოპოზიციური კოალიცია და იქნება თუ არა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი პარლამენტის კიდევ ერთხელ ბოიკოტირება.
ოპოზიცია აქციამდე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გეგმებში აქციებთან ერთად პარლამენტის დატოვებაც შედიოდეს.
დეტალებზე ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი საუბრობს