ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი ფილმის Ad Astra თრეილერი გავრცელდა. მთავარი გმირი (ბრედ პიტი) ასტრონავტია, რომელიც მზის სისტემის შორეულ კიდეში დაკარგული მამის (ტომი ლი ჯონსი) საპოვნელად და იმ საიდუმლოს ამოსახსნელად მიემგზავრება, რომელიც ჩვენი პლანეტის გადარჩენას საფრთხეს უქმნის.