ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4,9%-ით შემცირდა და ბარელზე 53 დოლარი და 98 ცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს 54 დოლარზე დაბლა Brent-ის ფასი 2019 წლის 3 იანვარს იყო.
ანალიტიკოსების განცხადებით, ნავთობის ფასზე კვლავინდებურად უარყოფითად მოქმედებს ჩინეთში გამოვლენილი ახალი კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები. ამ ქვეყანაში სამუშაო აქტივობისა და ტურიზმის შენელების ფონზე ნავთობზე მოთხოვნამ 20%-ით იკლო, რაც გამოიხატება 3 მილიონი ბარელით კლებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.