Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, სერიალი „ბრიჯერტონი“ ეკრანებზე გაზაფხულზე დაბრუნდება.
გამოცემის ინფორმაციით, შოუს მეორე სეზონის ნახვას მაყურებელი 25 მარტს შეძლებს. სეზონის პრემიერის თარიღი შოუს მსახიობებმა სპეციალურ ვიდეოში გაამხილეს.
სერიალის მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს.
სერიალის მსახიობების გუნდს სიმონ ეშლი შეუერთდა, რომელიც კეიტ შარმას როლს შეასრულებს. სწორედ ის დააინტერესებს ვიკონტს.