ბრიტანეთის დაზვერვის ყოვედღიური ანგარიშის მიხედვით რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამია, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება.
"რუსული ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან, სავარაუდოდ, ახლა ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრში არიან. იმის გამო, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის ძალების ჯგუფების საფრთხის ქვეშ არის, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.