ბრიტანეთის ეკონომიკა 2,5-3%-ით არის შემცირებული და მან 60 მილიარდი გირვანქა დაკარგა იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის რეალიზება მოახდინოს. ამის შესახებ ფისკალური კვლევების ინსტიტუტის (IFS) კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც შოტლანდიის ეროვნული პარტია აქვეყნებს.კვლევის პროგნოზის თანახმად, ხელისუფლების გეგმა განახორციელონ „ბრექსიტი“ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე შეთანხმების გარეშე, ქვეყანას იმ მდგომარეობამდე მიიყვანს, რომ მისი ეროვნული ვალი 50-წლიან მაქსიმუმამდე გაიზრდება და 100 მილიარდ გირვანქას მიაღწევს.კვლევის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანეთში ინვესტიციები 20%-ით შემცირდა.