ინგლისის ქალაქ იორკში სნუკერში ბრიტანეთის ღია პირველობა დასრულდა, რომლის ფინალში ერთმანეთს ჩინელი დინ ჯუნჰუ და შოტლანდიელი სტივენ მაგუაირი შეხვდნენ. 32 წლის ჩინელმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი სესიის შემდეგ ანგარიში 5:3 წაიყვანა. მას არც მეორე სესიაში დაუთმია უპირატესობა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალის საბოლოო ანგარიშია – 10:6. აღსანიშნავია, რომ დინმა ეს ტურნირი მესამედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ დინმა მერვედფინალში ლეგენდარული რონი ო სალივანი 6-4 დაამარცხა.