დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებით და თუკი სიტუაცია გაუარესდება, ხელისუფლება კარანტინის ხელახლა დაწესებას არ დააყოვნებს.
„ვფიქრობ, ხედავთ, რომ ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ამ ტალღის ჩვენს ნაპირებამდე მოღწევა აღვკვეთოთ,“- აღნიშნა მეთ ჰენკოკმა.
მისივე თქმით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ ესპანეთში არ იზრდება.
„ეს მხოლოდ ესპანეთს არ ეხება, კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები მატულობს,“- აღნიშნა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი დაწესდა. აღნიშნულ ნაბიჯს ოფიციალური მადრიდის უკმაყოფილება მოჰყვა.