დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს 4 მილიარდ 300 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარი გამოყოს მასობრივი უმუშევრობის წინააღდმეგ ბრძოლაში, რომლის რისკი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მომსახურების შესახებ დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა დღეს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან 2 მილიარდ 900 მილიონი მოხმარდება სამწლიან პროგრამას Restart, რომელიც მიმართულია 1 მილიონი უმუშევრის დახმარებისკენ. ეს თანხა პირველ რიგში მიემართება მათკენ ვინც უკვე წელიწადზე მეტია უმუშევრადაა. დამატებით მილიარდ 400 მილიონი გირვანქა კი დასაქმების სააგენტოს მოხმარდება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებს სამსახურის მოძიებაში.
როგორც გაზეთი The Times-ი წერს, მიმდინარე წელს 750 ათასმა ბრიტანელმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უმუშევრადაა, უკვე 6 თვეზე მეტია 72 ათასს შეადგენს.